BBC: ისლამური ჯიჰადის მებრძოლები და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

ისლამური ჯიჰადის მებრძოლები და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ მოლაპარაკებები ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, გამთენიას, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის აღმოსავლეთ რეგიონებში. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი