ოკუპაცია გრძელდება - ომი, რომელიც 14 წლის წინ არ დაწყებულა და არც დამთავრებულა | თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი

გამოქვეყნდა:

ზუსტად 14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და სრულმაშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით შეეცედა ჩვენი სამშობლოს განადგურებას. 5-დღიანი ომი საქართველოს 20%-ის ოკუპაციით დასრულდა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი კრემლმა სამხედრო ბაზები ჩააყენა და მას შემდეგ პრაქტიკულად ყოვლედღიურად აგრძელებს ჩვენი მიწების შემოღობვას მავთულხლართებით, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, და მკვლელობას....

14 წლის წინ ჩვენ, როგორღაც შევძელით და ისინი შევაჩერეთ. ეს შეძლეს იმ გმირმა ჯარისკაცებმა, რომელბმაც საკუთარი სისხლის ფასად დაიცვეს სამშობლო, და ეს შეძლო ხალხმაც და მაშინდელმა ხელისუფალმაც.

და აი 14 წლის შემდეგაც იმ სისხლიანი დღეების ექო ყოველდღიურად ჩაგვესმის, იქნება ეს საოკუპაციო ზოლთან მუდმივი პროვოკაციები, თუ დიმიტრი მედევედევის მუქარა - საქართველოს გაქრობასა და რუსეთთან შეერთების შესახებ. სისხლიანი აგვისტოდან 6 წელიწადში მადაზე მოსული პუტინი ყირიმსა და დონბასში შეიჭრა, ახლა - 14 წლის შემდეგ მთელი უკრაინის დაპყრობას ცდილობს. წლების შემდეგ საქართველოს ბედი ისევ ბრძოლის ხაზზე წყდება, და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობს მხოლოდ უკრაინას.

ეს ომი არც 14 წლის წინ დაწყებულა და საქართველოში არც არასდროს შეწყვეტილა, უბრალოდ ამ ომს დღეს ჰიბრიდული ფორმები აქვს. რუსეთის შემოჭრიდან 14 წლის შემდეგ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ქსენოფობებად გვცხადებს ყველას, ვინც მტრეს მტერს ვეძახით. იმავე ხელისუფლებას დღეს ციხეში ყავს გამოკეტილი და ნელი სიკვდილით კლავს მთავარსარდალს, რომლის ლიკვიდაცია აგვისტოს იმ სისხლიან დღეებში რუსული ჯარებისთვის ლამის სტრატეგიული ამოცანა იყო.

2008 წლიდან 14 წლის შემდეგ საქართველოს  ხელისუფლება იმავე ტერმინებით და რიტორიკით გველაპარაკება, როგორც კრემლის ლიდერები. მედევდევი და შოიგუ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ, პრემიერი ღარიბაშვილი კი კომუნისტების დროს მისტირის. პუტინი ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ უკრაინა დღეს ისჯება იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული სულისკვეთების ხელისუფლება მართავს. დაახლოებით იგივეს იმეორებენ ხოლმე კობახიძეც და ღარიბაშვილიც. რუსეთიც ომით გვაშინებს და ჩვენივე ხელისუფლებაც ომით გვემუქრება.

ზელენსკისაც ემუქრებიან კრემლის პროპაგანდისტები, მიხელ სააკაშვილივით ციხეში გამოგკეტავთო. რუსეთ საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. რა ვისწავლეთ ამ ხნის განმავლობაში? რა დასკვნები გამოვიტანეთ? შევქმენით თუ არა უფრო მეტად უსაფრთხო გარემო? ან ავაშენეთ თუ არა უფრო მოქნილი და მომზადებული ჯარი? მთავარსარდალი, რომელმაც უიარაღო და უფეხსაცმლო თავდაცვის ძალები ერთერთ ყველაზე თანამედროვე არმიად აქცია მთელს რეგიონში, და ვის მაგალითზეც დღეს უკრაინის საუკეთესო ბატალიონები იქმნება -- ციხეში გამოვკეტეთ, და საზოგაოდებამ ჩვენი დუმილით თუ უმოქმედობით ლამის მის სიკვდილსაც ხელი მოვაწერეთ.

ახლანდელი მთავარსარდალი, ქვეყნის მე5 პრეზიდენტი კი დაბეჯითებით არწმუნებს ჩვენს ჯარისკაცებს, რომ ისინი ომს ვერასდროს მოიგებენ და მათი საბრძოლო მზადყოფნა ვერასდროს  იქნება იმ სიმაღლეზე რომ მომხვდურს საკადრისი პასუხი გასცეს. ეს ხომ ანწუხელიძის, ფერაძის, დამენიას და აგვისტოს სხვა გმირების საფლავებში ჩაფურთხებაა. მმართველი პოლიტიკური პარტიის თავჯდომარე ზედმეტად თბილად საუბრობს რუს ტურისტებზე, სამაგიეროდ ზიზღით და სიძულვილით ემუქრება ჟურნალისტებს, ოპონენტებს, არასამტავრობოებს და ახლა უკვე თავის ხალხსაც. ომიდან 14 წლის შემდეგ - მოქმედი ხელისუფლება გაკვირვებული კითხულობს, რატომ უნდა ჩავიდეს საოკუპაციო ზოლთან? მათთვის მოქალაქეები მხოლოდ საარჩევნო ბილუეტენებს წარმოადგენენ და არა ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად კალაშნიკოვებს უმიზნებენ.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მტერს კუდს უქიცინებს, ჩვენს მოკავშირეებს კი დაუღალავად ლანძღავს. ხელისუფლება რომელიც მზადაა მეორე ფრონტი გაუხსნას აზერბაიჯანს, მაშინ როცა ეს უკანასკნელი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შედუგა, კარტოგრაფების საქმეს ვგულისხმობ.

მაგრამ უკრაინისთვის ფორმალურად სოლიდარობის გამოცხადებას, და მოკლულ ბავშვებზე სამძიმრის გამოითქმას იმ მოტივით არიდებს თავს, თითქოს ეს ომში ჩათრევის ტოლფასი იქნებოდა.

რუსეთი კი ნელა და უკვე დაუფარავად გადადის უსისხლოდ და უტანკოდ ჩვენი ქვეყნის სრულ დაპყრობაზე. დღეს ამ ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზი ჩვენს სახლებზე და ჩვენს გონებაზე გადის.

ერთმანეთზე გადაკიდებული საზოგაოდება, მართული უიმედობაი და სასოწარკვეთა ომიდან 14 წლის შემდეგ ყოველდღიურობად იქა. ეს ყველაფერი ჩვენ როგორც ქვეყანას გვასუსტებს, მაგრამ აძლიერებს რუსეთის პოზიციებს. და ხელისუფლებაც, რომელიც ამ პროცესებს აღმრავებს და ისევე აშინებს თავის ხალხს ომით როგორც რუსეთი აკეთებდა ამას მთელი 200 წლის განმავლობაში, დღეს რუსულ საქმეს აკეთებს.

რუსეთის მიერ პროვოცირებულმა ომება საქართველოს 300 000 მოქალაქე აქცია დევნილად. ბოლო წლებში კატასტროფულად გაზრდილმა სიღარიბემ, უიმედობამ და პოლიტიკურმა რეპრესიებმა კი გაცილებით მეტ ჩვენს მოქალაქეს უბიძგა ქვეყნიდან წასულიყო. ეს ქვეყნის სისხლისგან დაცლაა. ამ ვაკუუმს კი დიდი სიამოვნებით შეავსებენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები, რადგან კრემლი არათუ მიგრანტებს და ტურისტებს, ლამის გადამფრფენ ფრინველებსაც კი გეოპოლიტიკისთვის იყენებს. საქართველო ქართველების გარეშე - იდეალური ფორმულა ყველა ისტორიული დამპყრობლისთვის. და ჩვენი სახელმწიფოებრიობის 3000 წლის განმავლობაში ეს სახიფათო თეორიული სცენარი პირველად იძენს  პრაქტიკულ და ძალიან სახიფათო კონტურებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი