აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები 8 აგვისტოს დაუშვეს 

გამოქვეყნდა:

აგვისტოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები 8 აგვისტოს დაუშვეს. 

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე, - წერია პარლამენტის Facebook-გვერდზე.

საქართველოს დროშა დაუშვეს მთავრობის კანცელარიის შენობაზეც.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში,- წერს ადმინისტრაცია. 

დროშა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც 8 აგვისტოს დაუშვეს:

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა, - დაწერა სუსმა. 

დროშა დაუშვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზეც. 

2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა, - წერია სალომე ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებიდან ერთადერთი იყო, ვინც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ასევე შინდისის გმირებისთვის პატივის მისაგებად 7 აგვისტოს წავიდა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი