
კოსოვოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტი, დარია ასლამოვა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯელალ სვეჩლია ავრცელებს.
მისივე თქმით, ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ასლამოვა რუსული სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობით იყო დაკავებული და ჟურნალისტის საფარ ქვეშ მოქმედებდა. მან დასძინა, რომ ასლამოვა, ასევე, მონაწილეობდა უკრაინის ომში, ავრცელებდა პროპაგანდას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ.
"დღეს დარია ასლამოვა დააკავეს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტზე. ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ იგი რუსული სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობით იყო დაკავებული და ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა", - განაცხადა სვეჩლიამ.
სვეჩლიამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის მეორე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.
რუსული გამოცემა კი აცხადებს, რომ ასლამოვა "სპეციალურ ანგარიშზე" მუშაობდა, რომელიც დაკავშირებულია სერბეთსა და კოსოვოს შორის მზარდ დაძაბულობასთან“.