
ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა. მიზეზეი პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაა.
ომბუდსმენის ცნობით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისრის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.
საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.
აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.