თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ, თავი დავანებოთ - ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა თარიღებზე გვიწევს საუბარი. მისი განცხადებით, ამ თემაზე სპეკულაციას თავი უნდა დავანებოთ. ასე უპასუხა მან კითხვას, რატომ არ აღიარებს მთავრობა აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს.

"ძალიან სამწუხაროა, ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი, დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ.

მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო საერთოდ არასდროს გამხარდა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ამჯერადაც წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ომი თავიდან ვერ აიცილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი