
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებით, ოპოზიცია ცდილობს ტურიზმის დაზიანებას, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება, - ეს განცხადება მან მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
"მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ჩვენი ქვეყანა აი იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის, ამის შემდეგ მათ დაიწყეს, მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი და მესამე, ახლა ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რაიმენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები და რითი, ტურიზმი, როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, ჩვენს მოქალაქეებზე ასე რომ, ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიის განვითარება აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა" - ამბობს ღარიბაშვილი