მათიკაშვილი ხსნის, რატომ დაწერა ღარიბაშვილმა პოსტში 14-წლიანი ოკუპაცია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი Facebook სტატუსით ხსნის, რატომ დაწერა ღარიბაშვილმა 14-წლიან ოკუპაციაზე. მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე.

"ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან:

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისოსამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ

მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით!

ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე", - წერს მათიკაშვილი. 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოქვეყნებულ სტატუსში ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 14 წელია რაც ოკუპირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი