"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსული დროში ქვეშ მცურავი გემი OPOLYE ბათუმის ნავსადგურში გუშინ, საღამოს 6 საათისთვის შევიდა. ის როსტოვის ნავსადგურიდან 5 დღის წინ გამოვიდა და ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დგას. "მთავარის" ინფორმაციითვე, ის დატვირთულია მყარი, ხელოვნური საწვავით - კოქსით.
ამ დრომდე უცნობია არის თუ არა ტვირთი სანქცირებული. სახელმწიფო უწყებები განმარტებას არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის დროშა ბათუმის ნავსადგურში ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" კამერამ დააფიქსირა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე