მავნებლობაა ტურიზმის დადებით ტენდენციებს პოლიტიკური ინტერესებით ხელს უშლიდე - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ტურიზმის ძალიან კარგი დინამიკა აქვს და ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ამაზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ. მისი თქმით, მავნებლობაა, რომ ამ ტენდენციას ადამიანი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე.

"ტურიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, დადებითი დინამიკა და სამწუხაროდ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენ მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ და ამით რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის საცხოვრებელი პირობები, ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესონ. 

ტურიზმი არის ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას ახდენს. ტურიზმის შედეგად მიღებული შემოსავლები აისახება ძალიან ბევრ ჩვენ მოსახლეზე და ძალიან ბევრი ადამიანი არის ტურიზმის ინდუსტრიაში ამა თუ იმ ფორმით დასაქმებული, შესაბამისად, ალბათ ყველაზე დიდი, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, მავნებლობა, არის როდესაც ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს უშლიდე პოლიტიკური, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა დავითაშვილმა. 

მისივე თქმით, უპასუხისმგებლო განცხადებებით და მოწოდებებით მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი