
უკრაინის სასამართლომ რუს ტანკისტს, რომელმაც უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსს ესროლა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩერნიგოვის რაიონულმა სასამართლომ კულიკოვი, დამნაშავედ ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის მუხლით ცნო.
კულიკოვი მეორე რუსი ჯარისკაცი გახდა, რომელიც უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ გაასამართლეს.
სასამართლო პროცესი ჩერნიგოვში 24 ივნისს დაიწყო. პირველ სასამართლო სხდომაზე მან დანაშაული აღიარა, 4 აგვისტოს კი, პროკურორმა ოკუპანტისთვის 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, 26 თებერვალს, 31 წლის კულიკოვმა, მეთაურის ბრძანებით, T-72B ტანკიდან ჩერნიგოვის გარეუბანში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ესროლა. დაინგრა ბინები, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. იმავე დღეს კულიკოვი უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს.