რუსეთში ავიაკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კომის რეგიონში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ინფორმაციას ამის შესახებ "Interfax" ავრცელებს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი სამი ადამიანი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა განიცადა Cessna-ს მარკის კერძო თვითმფრინავმა, რომელიც ტყის ხანძრის მონიტორინგს ახორციელებდა. თვითმფრინავმა ბილიკზე დაჯდომა ვერ მოახერხა და ტყეში ჩამოვარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი