ქართული საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლება ისევ რუსულ სცენარს მიჰყვება. კრემლის ნარატივს მმართველი გუნდის ლიდერები დღეს მუხათგვერდის სასაფლაოდანაც იმეორებდნენ და საკუთარი ერის შეურაცხყოფის ხარჯზე, ისევ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების დაცვას ცდილობდნენ.
პრემიერმინისტრმა რამდენიმედღიანი დუმილი ისევ პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევით დააღვია, პარლამენტის თავმჯოდმარე კი თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა.
სწორედ აგრესიული განცხადებებით ცდილობდა გადაეფარა ბიძინა ივანიშვილის გუნდს, საზოგადოების მთავარი მოთხოვნა - დაუწესდეს ოკუპანტის ქვეყნის მოქლაეებს რეგულაციები და ამოქმედდეს მათთვის სავიზო რეჟიმი.