
რუსეთმა შეაჩერა START-ის შეიარაღების ინსპექტირება აშშ-ს სამგზავრო ზღუდეების გამო - ამის შესახებ ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს.
რუსეთმა შეერთებულ შტატებს უთხრა, რომ არ დაუშვებს მისი იარაღის შემოწმებას ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულების START-ის ფარგლებში, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სამგზავრო შეზღუდვების გამო.
"ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებულმა ინსპექტირების პირობებმა შექმნა "ცალმხრივი უპირატესობა შეერთებული შტატებისთვის და ფაქტობრივად ართმევს რუსეთის ფედერაციას უფლებას ჩაატაროს ინსპექტირება ამერიკის ტერიტორიაზე", - ნათქვამია მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, დახურეს თავიანთი საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, როგორც სანქციების ბარიერი, რომელიც დაწესდა რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გაეგზავნა თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში თებერვალში.