ISW: რუსეთის მთავარი მიზანი ბახმუტთან სტრატეგიული მაგისტრალის კონტროლია

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი ბახმუტის სამხრეთით,  ქალაქი ზაიცევოს გაკონტროლებაა, - ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ მოხსენებაში.

მოხსენებაში წერია, რომ ზაიცევოს აღება რუსეთს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს T0513 გზატკეცილი, ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

თუმცა, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია სოლედარზე, სადაც ბრძოლები  ქალაქის გარეუბანში გრძელდება, გარდა ამისა თავდასხმები გრძელდება დონეცკის მახლობლად.

ISW თვლის, რომ რუსეთი შეუტევს სოფელ პესკის ჩრდილო-დასავლეთით და ასევე სოფელ ვოდიანოს, რათა სამხრეთიდან ალყა შემოარტყას ავდეევკას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი