ბრალდება, თითქოს სახელმწიფო გადასცემს სხვებს საიდუმლო ინფორმაციას, აბსურდულია - ბრეგაძე "მთავარის" რეპორტაჟზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აბსურდულს უწოდებს ბრალდებას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის საქმე რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. მისი თქმით, თუ ვინმე დანაშაულის ჩადენაში კონკრეტულ პირს ბრალს სდებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ.

"როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია. თუ ვინმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.

მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

"მთავარმა არხმა" გუშინ მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი