SBU იმ მოღალატეების სიას აქვეყნებს, რომლებიც ზაპოროჟიეში ოკუპანტებთან თანამშრომლობენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურმა [SBU] გამოაქვეყნა მოღალატეების სია, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ოლქს აფარებენ თავს და რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ. სია 17 კაციანია და ყველა მათგანს უკრაინამ უკვე წაუყენა ბრალი.

SBU-მ ასევე დააფიქსირა მათი მხრიდან, ადამიანების გატაცებისა და მათზე ძალადობისა და მუქარის შემთხვევებიც.

უწყების ცნობით, დადგენილია, რომ მოღალატეები უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში უკანონოდ შედიან, "ჩხრეკენ", რის შემდეგაც სახლებიდან ქრება ფული და სხვადასხვა ნივთები.

გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ "ყალბი სამართალდამცავები" ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ფერმერებს ფულს სთხოვენ, რომ საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცენ.

"სამართალდამცავებმა შეაგროვეს ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი, დააფიქსირეს მათი დანაშაულებრივი ქმედებები და დაადგინეს მათი ადგილსამყოფელი, გადაადგილების მარშრუტები, რადგან ახლა მოღალატეები მართლმსაჯულებას ემალებიან ზაპორიჟიეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე" აცხადებს უკრაინის უშიშროება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი