"ფორმალური თავჯდომარე...გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერი"- მთავრობის სტრატკომი მელიაზე და სამხედროს მონაცემებზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლის მონაცემები ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა, დეზინფორმაციას და ცილისწამებას უწოდებს. მთავრობა მოკლე განცხადებას ავრცელებს, ნიკა მელიას პასუხობს და მას ენმ-ს ფორმალურ "თავჯდომარედ" მოიხსენიებს:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური თავჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც რა თქმა უნდა არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!" ნათქვამია განცხადებაში

რეპორტაჟი თემაზე - ქართველი მებრძოლების საბუთები მტრის ხელშია, გუშინ, 8 აგვისტოს, მთავარმა არხმა მოამზადა. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. რეპორტაჟს თავდაცვიდან არავინ გამოხმაურებია. ჯუანშერ ბურჭულაძის სამინისტრო დუმს.

ნიკა მელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უკვე ფაქტებით დასტურდება, რომ "ოცნების" ხელისუფლება ჰყიდის სახელმწიფოებრიობას და ჯარისკაცებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი