"კლიპმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სამომავლო არჩევნებზე და "ოცნების" ხმებზე"- რა წერია 3 ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელში

გამოქვეყნდა:

3 ტელევიზიის საწინააღმდეგო სარჩელში, რომლითაც "ოცნების" ხელისუფლება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, ნათქვამია, რომ ეთერში გასული კლიპი ხელისუფლების ლიდერების დისკრედიტაციას ემსახურება და რომ მათი კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

საუბარია სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მიერ მომზადებულ ვიდეორგოლზე, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას, რომ ქართული ოცნება ქართველი ხალხი არ არის და რომ ხელისუფლების ქმედებებმა, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ უნდა შეუქმნას. ვიდეორგოლში გამოყენებულია ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარები.

ბექაურის კომისიისთვის წარდგენილ სარჩელში, "ოცნება"  ერთგვარ თეორიას ავითარებს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ კლიპმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სამომავლო არჩევნებზე, როდესაც საზოგადოება გადაწყვეტს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას და რომ შესაძლოა ქართული ოცნების ხმებსა და ელექტორატს საფრთხე დაემუქროს.

ხელისუფლების მოტივაციაა, კლიპს პოლიტიკური რეკლამის სტატუსი მიენიჭოს, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა, რაც კანონით გადაცდომად ითვლება და მედიის დაჯარიმებას იწვევს.

"მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიისგან, რომელსაც "ოცნების" ერთგული ბექაური ხელმძღვანელობს, კარგს არაფერს ელიან. 2 დღეში გამართულ სხდომაზე, სავარაუდოდ მედია მორიგი სოლიდური თანხით დაჯარიმდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი