დაპირისპირება საკრებულოში - კობახიძის პრორუსულობაზე ცოტნე კობერიძის გამოსვლამ, "ოცნება" გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო თბილისის საკრებულოს სხდომაზე. მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, ცოტნე კობერიძის მიერ ირაკლი კობახიძის უარყოფით კონტექსტში ხსენებას მოჰყვა. 

კობერიძე ამბობდა, რომ "ოცნება" რუსეთის რიტორიკასა და მმართველობის სტილს იმეორებს, ხოლო კობახიძე პრორუსია. ამ გამოსვლას ოთარ გრიგოლიას გაღიზიანება მოჰყვა. 

"მართლა მგონია, რომ შეიძლება ისე გავიღვიძოთ რუსულ ქვეყანაში, რომ ვერ მივხვდეთ. ამის ერთ-ერთი მეტრი არის კობახიძე, რომელიც თქვენი პარტიის თავმჯდომარეა, რატომღაც კობახიძეს არასდროს არ შესტკიოდა გული, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს არ მოსწონდათ ირანელები ან თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როცა ამ ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს თავისი მტერი - რუსეთი. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძე ერთ პაკეტში ხედავს რუსებთან, ამ განწყობებთან საკუთარ თავს. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება", - თქვა კობერიძემ.

მოგვიანებით დეპუტატების გასაშველებლად მანდატურის სამსახურის ჩარევაც გახდა საჭირო. 

სხდომაზე ამ წუთებშიც ხმაურიანი განხილვა მიმდინარეობს, რადგან, უნდა დამტკიცდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე კორპუსი უნდა აშენდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მშენებლობის უკან დეპუტატ ნინო წილოსანის ინტერესები დგას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი