
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი "კახოვკა“ ავრცელებს.
"ჩვენს ჯარისკაცებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტი BMC Kirpi გადაეცა",- წერია განცხადებაში
გარდა ამისა განცხადებაში წერია, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ 150 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება.