რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

გაეროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში მოცემულია იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებმაც თუნდაც ერთხელ  გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი.

გარდა ამისა, გაეროს  მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 4,4 მლნ უკრაინელი დაბრუნდა სამშობლოში.

უკრაინელთა ყველაზე დიდი რაოდენობა 1,2 მლნ ადამიანი პოლონეთში გადავიდა, შემდეგ მოდის გერმანია, სადაც 900 ათასი ლტოლვილი გადავიდა, ხოლო მესამეზე ადგილზე ჩეხეთია, სადაც 400 ათასი უკრაინელი გადავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი