
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიროვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს დაავალა ინდუსტრიულ ქალაქებში მოსახლეობის ალკოჰოლიზმის პრობლემის მოგვარება. პუტინმა პრობლემებს შორის, ასევე დაასახელა სიღარიბე.
"ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური ურთიერთობა ფედერალურ ხელისუფლებასთან, თქვენ გაქვთ ამის ყველა შესაძლებლობა, თქვენი წინა სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამას", - თქვა მან.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სოკოლოვმა საპასუხოდ თქვა, რომ ეს თემა "დღის წესრიგშია". პუტინი მას დაჰპირდა, რომ რეგიონი მიიღებს დახმარებას პრობლემების გადასაჭრელად.
ცნობისთვის, რუსეთში უცხოური ალკოჰოლი ძვირდება. რუსული გამოცემა "Сирена" წერს, რომ ალკოჰოლის ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა კატეგორიის პროდუქცია.