Reuters ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად, რამდენიმე მასშტაბური აფეთქება მოხდა.
Reuters-ის ცნობით, ნოვოფედოროვკაში მდებარე რუსული ავიაბაზის ტერიტორიაზე კვამლი ამოდის. ორი მოწმის თქმით, ერთი წუთის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის 12 აფეთქების ხმა გაისმა.
ნოვოფედოროვკა მდებარეობს შავ ზღვაზე, ქალაქ საკის მახლობლად, ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე. ღია წყაროების მიხედვით, აქ არის რუსული სამხედრო აეროდრომი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ბაზა.