იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენნიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გენიალური კომპოზიტორი სიცოცხლის ბოლო პერიოდში კლინიკაში იმყოფებოდა.
მას თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 500-ზე მეტი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმისთვის აქვს მუსიკა შექმნილი. 2007 წელს მორიკონეს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ოსკარი მიენიჭა.