ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დოკუმენტებს, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტს  ხელი მოაწერა. ეს სამხედრო ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა 1990-იანი წლების შემდეგ და პასუხია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.

„ეს იყო და არის წყალგამყოფი მომენტი, მე მჯერა ალიანსის. და რომ ეს იქნება უფრო დიდი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომტანი მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის“, - თქვა მან. 

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა გაფართოებას თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით 95-1-ის წინააღმდეგ, რაც ორპარტიული ერთიანობის იშვიათი გამოხატულებაა ვაშინგტონში. 
ორივე, დემოკრატიული და რესპუბლიკელი სენატორები მტკიცედ დაეთანხმნენ ორი სკანდინავიური ქვეყნის წევრობას და აღწერდნენ მათ, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირეებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი