
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 705-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 10 აგვისტოს მონაცემებით, დაღუპული არასრულწლოვანების რიცხვი უცვლელია და 361-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 372, ხარკოვის ოლქში - 197, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 60, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 40.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 321 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 286 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.