კუბაში 5 დღე ებრძოდნენ ხანძარს, რომელმაც ნავთობის საცავის 40% გაანადგურა

გამოქვეყნდა:

კუბაში ხანძარმა, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ებრძოდნენ კარიბის ზღვის კუნძულის მთავარი საწვავის საწყობის 40% გაანადგურა.

Reuters-თან თვითმხილველებმა თქვეს, რომ ცეცხლი რომელმაც გაანადგურა მატანზას სუპერტანკერების პორტის ოთხტანკიანი სეგმენტი კონტროლის ქვეშაა.

მატანსასი არის კუბის უდიდესი პორტი ნედლი ნავთობისა და საწვავის იმპორტისთვის. კუბაში ნედლი ნავთობი, ასევე დიზელი და მაზუთი, რომელიც პორტის 10 უზარმაზარ ავზში ინახება გამოიყენება კუნძულზე ე ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

პარასკევს საღამოს საწვავის ერთ ავზს მეხი დაეცა, ხანძარი მალევე გავრცელდა და ორშაბათს 4 ტანკერის ტერიტორია მოიცვა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მატანზას ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობი არ იყო დაბინძურებული. მიუხედავად ამისა, მათ გააფრთხილეს მაცხოვრებლები ჰავანამდე, რომ გამოიყენონ სახის ნიღბები და მოერიდონ მჟავე წვიმას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი