მელიტოპოლში ადგილობრივმა პარტიზანებმა პუტინის პარტიის, "ედინაია რასიას" შტაბი ააფეთქეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ადგილობრივმა პარტიზანებმა პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთის" (единая россия) შტაბი ააფეთქეს. ინფორმაციას "რია მელიტოპოლი" ავრცელებს.

"8-9 აგვისტოს ღამე, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მუშაობდნენ სამრეწველო ზონებში მდებარე სამხედრო ბაზებზე, დაახლოებით 22:00 საათზე აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, "ერთიანი რუსეთის" შტაბ-ბინასთან. იქ რაშისტები მოღალატეებთან ერთად ივლისში კენჭისყრისთვის ემზადებიან", - წერს გამოცემა. 

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მედიის ცნობით, ამ ფორმით პარტიზანებმა "გაუგზავნეს მისალმება" ყველას, ვინც ყალბი რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი