
რუსი ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვკსის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
ოლქის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ორი დაჭრილი ცოტა ხნის წინ მარგანეცში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აგრესორების თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 11 მოქალაქე, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
"მარგანეცის ჰოსპიტალში მტრის დაბომბვის შედეგად დაჭრილი ორი ადამიანი დაიღუპა. ექიმები იბრძოდნენ მათ გადასარჩენად, თუმცა ეს ვერ შეძლეს. კიდევ 5 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია", - ამბობს რეზნიჩენკო.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე სარაკეტო დარტყმა ღამით განახორციელეს.