"ჩემი ციხის საკანი" - თბილისში, ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

"ჩემი ციხის საკანი" - ამ ლოზუნგით ბელარუსის მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს. შეკრების მიზეზი ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი წლის გასვლაა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2020 წელს მათი ხმები მოიპარეს, ქვეყანაში კი პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს. მათი თქმით, მომხდარს არ ივიწყებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს სამშობლოს დატოვება მოუწიათ.

პარლამენტის წინ შეკრებილებმა პოლიტიკურ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი