
მტერი ცდილობს განაახლოს შეტევა დონეცკი- პესკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
მათი ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა სარაკეტო არტილერიიდან და ტანკებიდან იერიში მიიტანეს კონსტანტინოვკას, ბახმუტის, ივანო-დარიევკას, პოკროვსკოეს, ზაიცევოეს, კოდემას, კურდიუმოვკას, ბახმუტსკოეს, სოლედარის, იაკოვლევკასა და ვერშინას დასახლებებზე.
საჰაერო დარტყმები განხორციელდა სპორენის, სოლედარის, ბახმუტის, ზაიცევოსა და ვერშინის მახლობლად.
"მტერი ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ნოვოლუგანსკოე-სპორნოე, ვლადიმიროვკა - იაკოვლევკა, სტრიაპოვკა - სოლედარის მიმართულებით. წარუმატებელი აღმოჩნდა, უკან დაიხია.
მტერი ცდილობს განაახლოს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მტერმა შეტევა წამოიწყო მინერალნოეს - ავდეევკას და სპარტაკ - ავდეევკას მიმართულებით. წარუმატებელი აღმოჩნდა, ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს" ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება.