თუ ვინმეს არ მიესადაგება ჩვენს რეალობაში, ეს ნამდვილად ბიძინა ივანიშვილია - იონათამიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა", ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი, სინამდვილეში ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობაა და ბუტაფორიაა ეს პოლიტიკური თუნდაც იმიტომ, რომ ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან არა მხოლოდ იმ პროცესს, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, არამედ საკუთარი მცირე მხარდამჭერების და ამომრჩევლების სურვილსაც კი. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არსებობს ამ თვალსაზრისით და ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ, ეს არის უკრაინული მოდელი. ის კრიტერიუმები რომ ავიღოთ ჩვენს რეალობაზე, ლოგიკური არის ოპოზიციის არაერთ დამფინანსებელს და მხარდამჭერს შეიძლება ის მიესადაგოს, მაგრამ თუ ვინმეს არ მიესადაგება ჩვენს რეალობაში, ეს არის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი.

თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი