ბრაზილიაში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შიშით, მაიმუნები დახოცეს

გამოქვეყნდა:

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შიშით, 10 მაიმუნი მოწამლეს, რის შედეგადაც ისინი დაიხოცნენ - ამის შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 ჯანმოს პრესმდივანმა, მარგარეტ ჰარისმა  მწუხარება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სან-პაულუს გარდა, მსგავსი ფაქტები ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა.

​მისი თქმით, "ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესხმოდეს თავს ცხოველებს" , გარდა ამისა ჯარისმა განმარტა, რომ  მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და ამაში ცხოველების დადანაშაულება არასწორია.

ცნობისთვის, ბრაზილიაში "მაიმუნის ყვავილის" 1700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი