ბაჩანა შენგელიამ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანა - იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული თითქოსდა პოლიტიკურად მოტივირებული ფეისბუქ პოსტის გამო იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.
ბაჩანა შენგელიას მიჩნია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს და ამის იმედი აქვს, ეს პრეცედენტული საქმე გახდება. ამ გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ ამ ქვეყანაში არც ერთ საჯარო დაწესებულებას არ ექნება უფლება, ადამიანის წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინური დევნა.
ჩემ მიმართ ფეისბუქ პოსტებზე გავრცელებული თითქოს პოლიტიკურად მიკერძოებული პოსტების გამო დისციპლინური დევნა დაიწყო. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმა არის არაკონსტიტუციური, ლახავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლს და საერთაშორისოდ დადგენილ პრაქტიკას, - აცხადებს ბაჩანა შენგელია.
სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა. მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს, მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა მისი ფეისბუქზე აქტიურობის გამო შეუზღუდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.