მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 88 მიგრანტი დააკავეს, რომელთაგან 81 ბავშვია

გამოქვეყნდა:

მექსიკა-აშშ-ის საზღვართან, არიზონას შტატში 88 მიგრანტი დააკავეს. Foxnews-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 81 ბავშვია.

ტუსონის სექტორის სასაზღვრო პატრულის მიერ დაკავებული 81 ბავშვიდან 71 მშობლის ან მეურვის გარეშე იყო. მიგრანტთა უმეტესობა გვატემალიდანაა.

როგორც გამოცემა წერს, მიგრანტთა ჯგუფები საზღვარს რეკორდული რაოდენობით ადგებიან. წინა წლის მონაცემებით, მექსიკიდან აშშ-ში გადასვლისას 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი