
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ტყის მასივებზე მასშტაბური ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლმა ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, ევაკუირებულია ათასობით მოსახლე. სტიქიასთან გამკლავებას 1000-მდე მეხანძრე ცდილობს, სამუშაოებში ჩართულია როგორც ავიაცია ისე სპეცტექნიკა.
ცეცხლმა 6000 ჰა ფართობი გაანადგურა და კვლავ უკონტროლოდ იწვის. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა, სიცხეს და გვალვას ებრძვის. ქვეყნის მასშტაბით ათობით ტყე იწვის.