"საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ ეს არ შეუძლიათ, საჯარო გამოსვლები უკრაინაზე, შეამცირონ" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება  - შეამცირონ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, მაშინ როცა უკრაინაში რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს და ქვეყანა თავს იცავს, უკრაინელების გაკიცხვას ვერავინ შეძლებს: 

"ყველამ იცის რაც უკრაინაში ხდება. მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება  - შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება.  სუბიექტები რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ, და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულები" - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი