
რუსული სპეცსამსახურების აგენტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ბურჭულაძის უწყების მოქმედი სამხედროს სკანდალური მხილება "მთავარ არხთან". ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ მაზანინშვილის უკრაინაში წასვლამდეა ჩაწერილი, კაპრალი ქართულ ჯარში არსებულ კრიტიკულად მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
ამბობს, რომ სტრატეგიულ უწყებაში მყოფ რუს აგენტებზე სარდლობა არ რეაგირებს. ჯარი კი "ოცნების" ხელისუფლების პირობებში იმდენად დასუსტებულია, რომ სამხედროების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. ჯარისკაცები ასევე ტოტალური კონტროლის ქვეშ არიან. სუსი უსმენს და უთვალთვალებს ყველას და აგროვებს მათ პირად ინფორმაციას.
იხილეთ გუგა მაისურაძის ექსკლუზიური ინტერვიუ მოქმედ სამხედროსთან.