
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო "სუფთა და ეფექტური. ახლა ობიექტი გამოუსადეგარია" წერს ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, რეგიონში ვითარება სტაბილურად დაძაბულია და მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები.