დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურატურაში კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი განაცხადა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. ტრამპი ნიუ-იორკის გენერალურ პროკურატურაში ოთხშაბათს მივიდა.

პროკურატურა დონალდ ტრამპის ორგანიზაციას თაღლითური გზით ან აქტივების შეცდომაში შემყვანი შეფასებით საგადასახადო შეღავათებისა და სესხების მიღებას ედავება.

ტრამპი უარყოფს დანაშაულს და გამოძიებას "ჯადოქრებზე ნადირობა" უწოდა.

„წლები სამუშაო და ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ ხანგრძლივ მდუღარე საგაზე და უშედეგოდ. მე უარი ვთქვი კითხვებზე პასუხის გაცემაზე იმ უფლებებისა და პრივილეგიების ფარგლებში, რომლებიც ყველა მოქალაქისთვის არის მინიჭებული შეერთებული შტატების კონსტიტუციით“,- თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ბიურომ ფლორიდაში ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკა. პოლიცია 45-ე პრეზიდენტის სახლში გვიან ღამით შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დონალდ ტრამპი ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში დაიწყო. დონალდ ტრამპს ეროვნული არქივიდან გარკვეული დოკუმენტების გატანას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი პრეზიდენტის სახლში ბევრი დოკუმენტაცია აღმოაჩინეს, რამდენიმე მათგანი კი მკაცრად გასაიდუმლოებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი