"უკიდურესად სერიოზული დარღვევაა" | ესტონეთმა რუსული ვერტმფრენის მიერ მის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შესვლა გააპროტესტა და ოკუპანტი ქვეყნის ელჩი დაიბარა 

გამოქვეყნდა:

ნატოს წევრმა ესტონეთმა დღეს დაიბარა რუსეთის ელჩი და ოფიციალურად გააპროტესტა გუშინ, 9 აგვისტოს რუსული ვერტმფრენის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც სრულიად მიუღებელია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების თანახმად, ვერტმფრენმა ნებართვის გარეშე გადაუფრინა პუნქტს ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით. იგივე საჩივრით ესტონეთმა მოსკოვს ივნისშიც მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი