აშშ ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს სანქციებს უწესებს | სახდეპის განცხადება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები ლუკაშენკოს რეჟიმის 100 წარმომადგენელს და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრა და თქვა, რომ მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ იმის გამო, რომ ბელარუსში დემოკრატიული ინსტიტუტებს ძირი გამოუთხარეს და დემოკრატიული პროცესი შეაფერხეს.  

პრაისის განცხადებით, სანქცირებული პირები არიან ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე გენერალური პროკურატურის თანამშრომლები და მაღალი თანამდებობის პირები. 

ასევე, სანქციები დაუწესდებათ ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარ 
დირექტორატს, ეროვნული სახელმწიფო ტელერადიო კომპანია ბელტელერადიოს, მეორე ეროვნული ტელევიზიას, საჰაერო ძალებს და საჰაერო თავდაცვის ძალებს.

სანქციები შეეხება პარლამენტის წევრებს, მოსამართლეებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრატორებსა და აღმასრულებელი კომიტეტების წევრებს.

"ისინი ბრალდებულები არიან წამებაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დაკავებაში, ჟურნალისტების, ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების სახლებისა და ოფისების დარბევაში, აღიარებითი ჩვენებების იძულებაში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტპატიმრების პოლიტიკური მოტივით დასჯაში..." - აღნიშნულია სახდეპის განცხადებაში.  

აქვე, გამოყოფილია ორი გვარი, რომლებსაც სანქციები შეეხება: ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და შინაგანი ჯარების მეთაური, მიკალაი კარპიანკოუ და მინსკის ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის სპეციალური დანიშნულების პოლიციის ძალების (OMON) მეთაური, დმიტრი ბალაბა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი