უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი 2 თვეში გაათავისუფლოს - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ კიევს "აქვს შანსი", დროებით ოკუპირებული ხერსონი რუსი აგრესორებისგან 2 თვეში გაათავისუფლოს. ამასთან დაკავშირებით მან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.

"იმიტომ, რომ არის გარკვეული რიტმები. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, რას გააკეთებენ ჯარები, რომლებიც იქ გადაისროლეს. ამასთან, ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე 20-მდე ბატალიონი დგას, რომლებსაც შეუძლიათ წავიდნენ როგორც ზაპოროჟიეს, ისე ხერსონის მიმართულებით", - აღნიშნა არესტოვიჩმა. 

მისივე თქმით,  "ნორმალური" ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი 650-700 კაცისგან შედგება, თუმცა ხერსონის ოლქში რუსების მიერ განთავსებული ჯგუფების შემადგენლობაში 400-500 კაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი