შინდისის ბრძოლიდან 14 წლის გასვლის შემდეგ ბურჭულაძე ამბობს, რომ გმირების მონუმენტს სექტემბერში გახსნიან

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე შინდისის ბრძოლიდან 14 წლის გასვლის შემდეგ ამბობს, რომ გმირების მონუმენტი სექტემბერში გაიხსნება. ამ თემაზე კომენტარი მან ცოტა ხნის წინ, შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

ოჯახები ამ დღეს 14 წელია ელოდებიან, ბურჭულაძემ კი თქვა, რომ დღეს მათი მხრიდან მადლიერება მოისმინა.

"მე მოხარული ვარ, რომ დღეს მოვისმინე მადლიერება ოჯახის წევრებისგან გამოთქმული, ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა სხვა ვერსიაც მონუმენტის ესკიზის, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი რაც გვქონდა ჩვენ და ფაქტობრივად დავასრულეთ. ჩვენ დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შთაბეჭდილება ყველას შეჰქმნოდა თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი", - თქვა ბურჭულაძემ. 

რაც შეეხება მთავრობის კიდევ ერთ დაპირებას, რკინიგზის სადგურის შენობის მუზეუმად გადაკეთების შესახებ, ბურჭულაძე ფიქრობს, რომ წელს დაიწყებენ და უახლოეს მომავალში დაასრულებენ.

მონუმენტის გასაკეთებლად ჯამში 1 160 000 ათასი ლარი შეგროვდა, თუმცა ის დასრულებული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი