"დაადასტურებს იმას, რასაც ოცნება ეტყვის" - ბექაურის კომისია 3 ტელევიზიის წინააღმდეგ საჩივარს დღეს განიხილავს

გამოქვეყნდა:

მორიგი ფინანსური შეტევა კრიტიკულ მედიებზე - დღეს 3 საათზე მარეგულირებელ კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც  "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" დასანქცირებაზე უნდა იმსჯელონ. კახა ბექაურის უწყებას ქართულმა ოცნებამ მიმართა და 3 დამოუკიდებელი მედიის სოლიდური თანხით დაჯარიმება მოითხოვა. საქმე ეხება მოძრაობა "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსებას. 

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ბექაურის კომისია ოცნების მოთხოვნას გაითვალისწინებს, როგორც ეს არაერთხელ უქნია და მორიგ სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს ტელევიზიებს. 

"რა თქმა უნდა მარეგულირებელი კომისია მიიღებს წარმოებაში ქართული ოცნების საჩივარს კრიტიკული არხების წინააღმდეგ. შემდგომ უკვე იქნება არსებითი განხილვა და იქაც კომისია დაადგენს, რომ კრიტიკულმა არხებმა დაარღვიეს კანონი და ოცნება დაზარალდა და ზიანი მიადგა, რაც რა თქმა უნდა იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომაც არსებობს მარეგულირებელი კომისია ამ ფორმით" ამბობს "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

"შინ ევროპისკენ" მიერ მომზადებული ვიდეორგოლი 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას, რომ ქართული ოცნება ქართველი ხალხი არ არის და რომ ხელისუფლების ქმედებებმა, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ უნდა შეუქმნას. ვიდეორგოლში გამოყენებულია ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარები.

ბექაურის კომისიისთვის წარდგენილ სარჩელში, "ოცნება"  ერთგვარ თეორიას ავითარებს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ კლიპმა შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სამომავლო არჩევნებზე და რომ შესაძლოა ქართული ოცნების ხმებს საფრთხე დაემუქროს.

ხელისუფლების მოტივაციაა, კლიპს პოლიტიკური რეკლამის სტატუსი მიენიჭოს, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა, რაც კანონით გადაცდომად ითვლება და მედიის დაჯარიმებას იწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი