ბალტიისპირეთში მიაჩნიათ, რომ საჭიროა რუსი მოქალაქეები დასანქცირდნენ, საკითხს შემოდგომის დასაწყისში განიხილავენ - ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ ჟოზვიაკი "მთვარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში პოზიციები რუსებისთვის ვიზების აკრძალვის საკითხზე გაყოფილია. მისი თქმით, ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა უნდა დასანქცირდეს, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები ამბობენ, რომ საჭიროა სანქციები მოქალაქეებზეც გავრცელდეს.

"ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის განხილვისთვის ემზადება. ეს საკითხი დღის წესრიგში შემოდგომის დასაწყისში დადგება. იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალოთ ევროპის ქვეყნებში შესვლა, საჭიროა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ დაუჭიროს ამას მხარი, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი თვლის, რომ უნდა დაისაჯოს და დასანქცირდეს პუტინი, მასთან დაახლოებული ყველა პირი და ოლიგარქები, და არა პირიქით - მოქალაქეები. ეს იქნება პუტინის რეჟიმის შევიწროება, რიგითი მოქალაქეები კი აკრძალვების დაწესებით უნდა დაზარალდნენ. 

თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ თუ გვინდა პუტინის რეჟიმს დარტყმა მივაყენოთ, ამისთვის საჭიროა სწორედ რუსი მოქალაქეები მოხვდნენ სანქციების სიაში, ეს იქნება საკადრისი პასუხი იმაზე, თუ რა უსამართლობასა და განუკითხაობას ჩადის პუტინი უკრაინასა და უკრაინელების მიმართ", - ამბობს ჟოზვიაკი. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ესტონეთისა და ფინეთის ლიდერებმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. 

ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი, ამ თვის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი