ომი „სირიული“ და „კორეული“ სცენარით ვერ დასრულდება. ერთადერთი ვარიანტია გამარჯვება - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

ომი უკრაინაში „სირიული“ და „კორეული“ სცენარით ვერ დასრულდება. ერთადერთი ვარიანტია შეიარაღებული ძალების გამარჯვება და ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ომის დასრულების სცენარების გაანალიზებისას, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ შეიძლება დასრულდეს „კორეული სცენარის მიხედვით“, რადგან რუსეთმა ხელიდან გაუშვა შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვის შანსი ჯერ კიდევ 2014 წელს. რეზნიკოვი თვლის, რომ „სირიული“ სცენარიც შეუძლებელია.

„რაც შეეხება სირიას, რუსებსაც ეწურებათ რესურსები: ადამიანურიც და შეიარაღებულიც. ჩვენ კი, პირიქით, პარტნიორებს ვამატებთ. ანუ, როგორც ამბობენ, ეს არის კოლექტიური დასავლეთი, ცივილიზებული დასავლეთი, რომელიც სულ უფრო მეტად ინტერესდება ჩვენი გამარჯვებით“, - განმარტა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი