
ესტონეთი ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს. განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, სანქციები რუსებისთვის 1 კვირაში ამოქმედდება.
"ვიზები ძალაში დარჩება, თუმცა ვიზის მფლობელები ესტონეთში შემოსვლისას დაექვემდებარებიან სანქციებს, ანუ მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ", - განმარტა მინისტრმა.
ესტონეთის გადაწყვეტილებას Telegram-ში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლაცია და სსრკ-ში დაბრუნება ცივილიზებული დასავლეთის მიზანია.
"რუსეთის იზოლაცია და სსრკ-ში დაბრუნება ცივილიზებული დასავლეთის მიზანია. სახელმწიფო დონეზე უხეშობისა და ტერორის რუსული სტრატეგია უნდა დარჩეს ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციის საზღვრებში და არ გავრცელდეს დემოკრატიულ სამყაროში", - წერს ის.
შეგახსენებთ, ქვეყნის პრემიერმა, კაია კალასმა 9 აგვისტოს, ევროპას მოუწოდა შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის.
იხილეთ ასევე: