"მაკი ბრუნდება" -  მაკდონალდსი უკრაინაში მუშაობას განაახლებს

გამოქვეყნდა:

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, უკრაინაში მაკდონალდსის რესტორნები იხსნება. თავდაპირველად მუშაობას კიევსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე კვების ობიექტები განაახლებენ. ყველაზე პოპულარული ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება და წერს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი უკრაინისთვის, მისი ეკონომიკისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის: 

"მაკი ბრუნდება 
მივესალმები მაკდონალდსის გადაწყვეტილებას უკრაინაში რამდენიმე რესტორნის გახსნის შესახებ. პირველი, ეს იქნება კიევი და ჩვენი ქვეყნის დასავლეთი ნაწილი.

რესტორნების დაუყოვნებლივ გახსნისთვის მზადებას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება: მაკი დაბრუნდა." წერს კულება.

ის მადლობას უხდის კომპანიას ამ გადაწყვეტილებისთვის და ყველას, ვინც ჩართული იყო ხანგრძლივ მოლაპარაკებებში უკრაინის მხარდასაჭერად.

"საქმე მხოლოდ Big Mac-ში არ არის, რომელიც ასე მოაკლდა მილიონობით უკრაინელს. დიდი ამერიკული კომპანიის დაბრუნება პირველ რიგში არის სიგნალი საერთაშორისო ბიზნესისთვის უკრაინაში მუშაობის შესაძლებლობის შესახებ, თუნდაც ომის მიუხედავად.
ეს არის სამუშაო ადგილები და გადასახადები უკრაინის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა რუსული აგრესიის დროს. ეს არის უკრაინის აღდგენის ნაწილი" წერს დმიტრო კულება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი